დღევანდელმა დღემ დააგვირგვინა ჩვენი ინტელის ტრენინგები - მოვახდინეთ პორთფოლიოს მასალების ორგანიზება და პორთფოლიოს განთავსება ბლოგზე. დასასრულს მოვაწყეთ ბლოგების პრეზენტაცია. სამუშაო მართლაც ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა ლალი გიგაურს !!!
Saturday, November 16, 2013
Sunday, November 10, 2013
ტრენინგის მე-8 დღე
დღევანდელი ტრენინგი დაეთმო პროექტის გეგმაზე მუშაობას, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. ვფიქრობ, თავს გავართმევ და საქმეს ბოლომდე მივიყვან... :)
Saturday, November 9, 2013
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი : მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის დემონსტრირება ბლოგზე და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების სავარაუდო რუბრიკები, ტრენინგები დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, სირთულეებიც ქრება... :-)
Sunday, November 3, 2013
ტრენინგი, მე-6 დღე
ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნიმუშებზე : პრეზენტაცია, პუბლიკაციის მომზადება, შაბლონის დამზადება, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე. ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
Saturday, November 2, 2013
მე - 3 მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
- აზრთა გაზიარების, ონლაინ დისკუსიის, ერთმანეთის პროექტების გაცნობის შესანიშნავი საშუალებაა.
- აუცილებლად ვთხოვ მოსწავლეებს, სოციალურ ქსელში შექმნან ჯგუფი, სადაც შეძლებენ ურთიერთობას და ნამუშევრების გაზიარებას.
Sunday, October 27, 2013
ტრენინგი, მე-4 დღე
ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო: მიმოვიხილეთ წინა დღის სამუშაო, შევაფასეთ ერთმანეთის ნაუშევრები, დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციის მოსამზადებლად. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და ვფიქრობ, თავს გავართმევ...:)
პროექტის იდეა და კითხვები
იდეა: "გონების საუფლო" (განმანათლებლობა), "Sapere Aude ! გაბედე
საკუთარი განსჯის გამოყენება! "
კითხვები:
ზოგადი კითხვა
რა არის განმანათლებლობა?
თემატური კითხვები:
რატომ არის განმანათლებელთა იდეები დღესაც აქტუალური?
შეცვალა თუ არა მათმა იდეებმა საზოგადოება?
შეცვალა თუ არა მათმა იდეებმა საზოგადოება?
შინაარსობრივი კითხვები
- განმანათლებელთა იდეების მიხედვით, როგორი სახელმწიფო მოდელია თქვენთვის მისაღები? (შექმენით იდეალური სახელმწიფო მოდელი)
- როგორ
შეცვალა მათმა იდეებმა საზოგადოება?
- რა
მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ მათ იდეებში?
- ევროპის
რომელი ქვეყანა ხდება განმანათლებლობის ცენტრი და რტომ?
- რა იყო ამ ეპოქის დევიზი?
- რა იყო ამ ეპოქის დევიზი?
პრეზენტაცია
Saturday, October 26, 2013
Sunday, October 20, 2013
ტრენინგი, II დღე
ტრენინგი საკმაოდ ინფორმაციული იყო, იმედი მაქვს შევძლებ ინფორმაციის ორგანიზებას...:)
ვისწავლეთ შაბლონების დამზადება: გაფორმება და გამოცემა(საკუთარ ბლოგზე განთავსება); პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარების გამოკვეთა, საპროექტო იდეების გენერირება.
ვისწავლეთ შაბლონების დამზადება: გაფორმება და გამოცემა(საკუთარ ბლოგზე განთავსება); პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარების გამოკვეთა, საპროექტო იდეების გენერირება.
Saturday, October 19, 2013
ტრენინგი, I დღე
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი, 21-ე საუკუნის პედაგოგი ნამდვილად უნდა ფლობდეს შესაბიმის უნარებს, რათა შეძლოს ამ ფორმით სწავლება. ინტერნეტ სივრცეში პროექტების განთავსება საუკეთესო საშუალებაა გაზიარებისათვის. დარწმუნებული ვარ ამ ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდება ჩემი მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას.
Subscribe to:
Posts (Atom)