Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელმა დღემ დააგვირგვინა ჩვენი ინტელის ტრენინგები - მოვახდინეთ პორთფოლიოს მასალების ორგანიზება და პორთფოლიოს განთავსება ბლოგზე. დასასრულს მოვაწყეთ ბლოგების პრეზენტაცია. სამუშაო მართლაც ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა ლალი გიგაურს !!!

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

დღევანდელი ტრენინგი დაეთმო პროექტის გეგმაზე მუშაობას, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. ვფიქრობ, თავს გავართმევ და საქმეს ბოლომდე მივიყვან... :)

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი : მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის დემონსტრირება ბლოგზე და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების სავარაუდო რუბრიკები, ტრენინგები დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, სირთულეებიც ქრება... :-)

მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი

პრეზენტაცია

Sunday, November 3, 2013

ტრენინგი, მე-6 დღე

ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნიმუშებზე : პრეზენტაცია, პუბლიკაციის მომზადება, შაბლონის დამზადება, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე. ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი  და საინტერესო იყო.

Saturday, November 2, 2013

მე - 3 მოდულის რეფლექსია

  ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ… 

  • აზრთა გაზიარების, ონლაინ დისკუსიის, ერთმანეთის პროექტების გაცნობის შესანიშნავი საშუალებაა.
  • აუცილებლად ვთხოვ მოსწავლეებს, სოციალურ ქსელში შექმნან ჯგუფი, სადაც შეძლებენ ურთიერთობას და ნამუშევრების გაზიარებას.
    

პორტფოლიოს პრეზენტაცია